ტრამპი: პუტინს და ზელენსკის იმდენად სძულთ ერთმანეთი, ისინი საუბრის უუნაროები არიან

ტრამპი: პუტინს და ზელენსკის იმდენად სძულთ ერთმანეთი, ისინი საუბრის უუნაროები არიან

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას ეჭვი გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე.

მისი თქმით, ორ ლიდერს შორის ღრმა პიროვნული მტრობა მათ შორის მოლაპარაკებების გამართვას შეუძლებელს ხდის.

„ზელენსკისა და პუტინს შორის სიძულვილი გაუგონარია...

მოლაპარაკებები შედგება, დაარქმევთ ამას სამიტს თუ უბრალოდ შეკრებას, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ სავარაუდოდ, მე მომიწევს [ჩართვა]. მათ იმდენად სძულთ ერთმანეთი, რომ თითქმის არ შეუძლიათ საუბარი. ისინი ერთმანეთთან საუბრის უუნარონი არიან“, — დაასკვნა მან.

ტრამპმა კიდევ ერთხელ დასძინა, რომ მან შვიდი ომის შეჩერება მოახერხა, თუმცა ასევე აღიარა, რომ უკრაინაში ომის დასრულება გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ის მოელოდა.

„ვფიქრობდი, რომ ეს ჩემთვის იოლი იქნებოდა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა“, — განაცხადა მან.