
"ლელო ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" თბილისის მერობის საერთო კანდიდატის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებში მისი გამარჯვების შემთვევაში თბილისის სკოლებში ბავშვთა კვებისთვის 100 მილიონი ლარი გამოიყოფა.
მისი თქმით, ამჟამად სკოლებში ყოველი მესამე ან მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესისას შიმშილობს.
"თითოეულ მშობელსა და მოსწავლეს ვულოცავ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს მომავალზე, ჩვენს შვილებზე და თბილისში, 200 ათას მოსწავლეზე. დღეს, ყველა კვლევის მიხედვით, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში, გამოაქვეყნა და ჩაატარა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციებმა, ცხადია, რომ საქართველოში ბავშვთა შიმშილობა არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი. სკოლებში ყოველი მესამე და მეოთხე ბავშვი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მწვავე შიმშილობას განიცდის, რაც გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობებზე, მათ განვითარებაზე. ამაზე პასუხი სახელმწიფოს ფიზიკურად არ აქვს. მათ არ აინტერესებთ ბავშვთა შიმშილი. ბავშვები სკოლებში არ უნდა შიმშილობდნენ.
თბილისის ბიუჯეტიდა სრულიად შესაძლებელია გასმოიყოს 100 მილიონი ლარი, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ და თბილისის მცხოვრები 200 000 მოსწავლე მიიღებს ჯანსაღ კვებას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას", - განაცხადა კუპრაძემ.