
ბათუმის აეროპორტში პოლიციამ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი და Netflix-ის დოკუმენტური სერიალის, „Tinder Swindler“-ის მთავარი პერსონაჟი, ებრაელი სიმონ ლევიევი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ.
ლევიევი Netflix-ის 2022 წელს გამოშვებული პოპულარული დოკუმენტური ფილმის, სახელწოდებით „Tinder Swindler“-ის, მთავარი გმირი იყო, რომელიც ასახავს მის მიერვე ჩადენილ სხვადასხვა სახის თაღლითობებს.
ცნობილია, რომ მრავალწლიანი კრიმინალური საქმიანობის დროს, ლევიევმა, სავარაუდოდ, სხვადასხვა ადამიანისა და ბანკისგან დაახლოებით 1 მილიარდი დოლარი მოიპარა ე.წ. პონცის სქემის მეშვეობით.
ის ასევე აცხადებდა, რომ ცნობილ ალმასის მეპატრონე ლევ ლევიევთან იყო დაკავშირებული, რათა ქალები Tinder-ზე მოეტყუებინა.
მისi ადვოკატის განცხადებით, რომ ლევიევის დაკავების მიზეზები ამჟამად უცნობია.
„მე ვესაუბრე მას დღეს დილით, მას შემდეგ, რაც დააკავეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით მიზეზი. ის თავისუფლად მოგზაურობს მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა მისმა ადვოკატმა.
ლევიევი 2019 წელს საბერძნეთში დააკავეს და მოგვიანებით ისრაელში ექსტრადირდა, სადაც იგი თაღლითობის, ყალბი დოკუმენტების ჩადენისა და ქურდობისთვის გაასამართლეს და 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. COVID-19 პანდემიის გამო, მან საპატიმრო დაწესებულებაში მხოლოდ 5 თვე გაატარა.