![ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა](https://fl-cdn.fms-static.com/cdn-cgi/image/fit=cover,width=600,height=338,format=auto/8bbaa64d-e1f7-4ccc-a150-448fc9a2b954.jpg)
უკრაინამ ისრაელისგან სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემის მიღება დაიწყო.
ოფიციალურმა კიევმა 16-დან 3 რადარი უკვე მიიღო. სისტემას კომპანია RADA Electronic Industries აწარმოებს.
უკრაინელები RADA ieMHR-რადარებს რუსული სარაკეტო თავდასხმების აღმოსაჩენად და თავიდან ასაცილებლად გამოიყენებენ. რადარის მეშვეობით მოხდება ასევე თვითმფრინავებისა და რაკეტების იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია. ისინი მიერთებული იქნება განგაშის სისტემასთან და გამაფრთხილებელ სიგნალს ჩართავს.
უკრაინაში გაგზავნილი 3 რადარის ფოტოს ისრაელელი მოხალისე ნატან ფლაიერი ავრცელებს.