უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს

უკრაინამ და გერმანიამ უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"ბერლინში სახელმწიფო ლიდერებმა ხელი მოაწერეს უპრეცენდენტო შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობისა და გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ უკრაინასა და გერმანიას შორის.

ეს არის მეორე შეთანხმება, გაერთიანებულ სამეფოსთან შეთანხმების შემდეგ, რომელსაც ჩვენ ხელს ვაწერთ", - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეთანხმების გაფორმებას წინ უძღოდა ინტენსიური მოლაპარაკებების რაუნდი უკრაინასა და გერმანიაში.