უკრაინამ და ბრიტანეთმა £2.6 მილიარდიანი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს

უკრაინამ და ბრიტანეთმა £2.6 მილიარდიანი თავდაცვის ხელშეკრულება გააფორმეს

დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს – შესაბამისი ხელშეკრულება ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას გაფორმდა.

"დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.

ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.

სახსრები "დიდი შვიდეულის" ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან," - ნათქვამია უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დაუნინგ სტრიტზე შეხვდნენ, სადაც სტარმერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინისადმი ბრიტანეთის მტკიცე მხარდაჭერა.

ზელენსკი ლონდონში აშშ-ში ტრამპთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.

ხვალ, 2 მარტს, ის მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება და ევროპელ ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.