უკრაინამ 1212 დაღუპული მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ 1212 დაღუპული მებრძოლის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინაში 1212 დაღუპული დამცველის ცხედარი დააბრუნეს.დაბრუნებულთა შორის არიან მებრძოლები, რომლებიც დაიღუპნენ რუსეთის კურსკის რეგიონში, ასევე ხარკივის, ლუგანსკის, დონეცკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში.

ცხედრების დაბრუნება შესაძლებელი გახდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა სტრუქტურის — მათ შორის, შეიარაღებული ძალების, შსს-ს, სახალხო დამცველის ოფისისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის — ერთობლივი ძალისხმევით.

უკრაინის სამართალდამცავები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტები მოკლე დროში შეეცდებიან დაღუპულთა იდენტიფიცირებას.

ცხედრების დაბრუნება რუსეთის მხარესთან შეთანხმებით ხდება. 2 ივნისს სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინამ და რუსეთმა შეთანხმება გააფორმეს 6000 დაღუპულის ცხედრის გაცვლის შესახებ. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ საჭიროა თითოეული ცხედრის დეტალური იდენტიფიკაცია, რადგან რუსეთს უკვე ჰქონდა შემთხვევა, როცა უკრაინელ მიცვალებულებად საკუთარი ჯარისკაცები გაასაღა.