უკრაინა: რუსეთმა ომის ყველაზე მასშტაბური დრონით იერიში მიიტანა პუტინ-ტრამპის ზარის წინ

უკრაინა: რუსეთმა ომის ყველაზე მასშტაბური დრონით იერიში მიიტანა პუტინ-ტრამპის ზარის წინ

უკრაინის განცხადებით, რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე ყველაზე ფართომასშტაბიანი დრონით თავდასხმა მოაწყო, რის შედეგადაც დაიბომბა რამდენიმე რეგიონი, მათ შორის კიევიც. შეტევის შედეგად კიევის ობუხოვის რაიონში ერთი ქალი დაიღუპა, დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ოთხი წლის ბავშვი.

დრონების შეტევა განხორციელდა იმ ფონზე, როდესაც დაგეგმილია სატელეფონო საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსეთმა კვირა დილის 8 საათამდე 273 დრონი გაუშვა კიევის, დნიპროპეტროვსკისა და დონეცკის რეგიონების მიმართულებით. მათგან 88 გაანეიტრალეს, ხოლო 128 მიზანს ასცდა.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი შესაძლოა ამ ღამით შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტის საცდელ- საბრძოლო გაშვებას გეგმავდეს — შესაძლო დაშინების მიზნით. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებას ამ ეტაპზე არ გამოხმაურებია.