
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი საბიგა წერს, რომ რუსეთი "იარაღად იყენებს" უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციას და რუსეთს სთავაზობს, ეს ადამიანები პირდაპირ უკრაინის საზღვართან მიიყვანოს.
ის წერს, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარზე დეპარტირებული უკრაინელი მოქალაქეების რაოდენობა, ძირითადად, ყოფილი მსჯავრდებულების ივნისიდან მოყოლებული გაზარდა.
"რუსეთი იარაღად იყენებს უკრაინის მოქალაქეებს დეპორტაციას საქართველოს გავლით. ჩვენ ვთავაზობთ რუსეთს, ეს ადამიანები უკრაინის საზღვართან მიიყვანოს.
ივნისიდან მოყოლებული, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საზღვარზე დეპორტირებული უკრაინელი მოქალაქეების, ძირითადად - ყოფილი მსჯავრდებულების რაოდენობა.
შედეგად, ათობით ადამიანი, რომელთაგან ბევრს სათანადო დოკუმენტაცია არ გააჩნია, სატრანზიტო ზონაში დარჩა", - წერს ის.
მინისტრი აღნიშნავს, რომ უკრაინის საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებასა და მოლდოვას გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებაზე.
"უკრაინის საკონსულოები აქტიურად მუშაობენ მათთვის დოკუმენტების მიწოდებასა და მოლდოვას გავლით უკრაინაში ტრანსპორტირებაზე. ამ მარშრუტით უკვე ევაკუირებულია უკრაინის 43 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი პოლიტპატიმარი ანდრეი კოლომიეცი. თუმცა, საზღვარზე რთულ პირობებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი რჩება.
ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ქართულ და მოლდოვურ მხარეებთან, რათა ჩვენი დანარჩენი მოსახლეობა უკრაინაში ტრანზიტით გადაიყვანონ. თუმცა, არ არსებობს გარანტია, რომ რუსეთი დეპორტირებულთა რაოდენობას კიდევ უფრო არ გაზრდის.
შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად, ჩვენ საჯაროდ ვთავაზობთ რუსეთს, უკრაინის მოქალაქეების ეს კატეგორია პირდაპირ უკრაინის საზღვარზე გაგზავნოს. ჩვენ მზად ვიქნებით, იქიდან მივიღოთ ისინი. საზღვრის შესაბამისი მონაკვეთები არსებობს, სადაც ამის გაკეთება შესაძლებელია.
ჩვენ ამ შეთავაზებას პირდაპირ და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ოფიციალური არხების გამოყენებით ვავრცელებთ", - წერს ის.
ცოტა ხნის წინ ამ ინფორმაციის შესახებ X-ზე დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე არსებული ვითარების შესახებ მინისტრმა უკვე აცნობა.