უკრაინა ამერიკის შეერთებული შტატებისგან 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს. ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა კიევში უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.
მისი თქმით, დახმარების პაკეტი მოიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.
ოსტინთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც.
"ეს არის აშშ-სგან ახალი თავდაცვითი პაკეტი ჩვენი სახელმწიფოსთვის. მადლობელი ვარ. კერძოდ, იქნება მეტი არტილერია, ჭურვები, რაც ახლა საჭიროა"- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი ლოიდ ოსტინს კიევში დღეს, 20 ნოემბერს შეხვდა.