რესპუბლიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი ნეტგაზეთისა და ბათუმელების ხელმძღვანელის მზია ამაღლობელის წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ "აღფრთოვანებულია მისი სიმამაცით ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის პირისპირ".
"აღფრთოვანებული ვარ მზია ამაღლობელის სიმამაცით ივანიშვილის სასტიკი რეჟიმის პირისპირ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ. მალე დონალდ ტრამპი პრეზიდენტი იქნება და წამოვა ახალი სანქციები. ივანიშვილის კორუმპირებულ ხელშემწყობებს დრო ეწურებათ", - წერს ის X-ზე.
I admire the courage of Mzia Amaglobeli in the face of the brutal Ivanishvili regime. The Georgian people will not be intimidated. Soon, @realDonaldTrump will be President and new sanctions will be coming. Ivanishvili’s corrupt enablers are running out of time https://t.co/bl19XWZwjl