უილსონი: ქართველები თავისუფლების განსახიერებაა - პრორუსული მთავრობა ეწინააღმდეგება მათ

საქართველოში ვითარება გულსატკენია. ქართველი ხალხი თავისუფლების განსახიერებაა და აგრძელებს ამერიკელების შთაგონებას. სამწუხაროდ, პრორუსული მთავრობა ეწინააღმდეგება პატრიოტ ქართველებს, რომლებიც უარს ამბობენ კრემლის ბნელ საუკუნეებში ცხოვრებაზე.

თავისუფლებისმოყვარე ქართველების წინააღმდეგ რეპრესიები უნდა შეწყდეს და აშშ მტკიცედ დგას საქართველოს მთავრობის მიმართ დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაბრუნებისკენ მოწოდებაში.

ამბობს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, კონგრესმენი ჯო უილსონი The Hill-თან.

გუშინ, 18 მაისს ცნობილი გახდა, რომ ჯო უილსონი საქართველოში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ კანონპროექტის წარდგენას აპირებს, რომელიც შესაძლო სანქციებს ითვალისწინებს.