უილსონი: ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი ქართველების სახლებს ჩხრეკს - სანქციები უნდა დაწესდეს

უილსონი: ივანიშვილის სასტიკი რეჟიმი ქართველების სახლებს ჩხრეკს - სანქციები უნდა დაწესდეს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აქტივისტების სახლებში ჩხრეკასა და მათი დაკავებების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი არჩევნების გაყალბების შემდეგ სასოწარკვეთილად ცდილობს, ხელისუფლება შეინარჩუნოს.

"ივანიშვილის სასტიკი და არალეგიტიმური რეჟიმი მამაცი ქართველების სახლებს ჩხრეკს და თვითნებურად აკავებს მოქალაქეებს, რითაც სასოწარკვეთილად ცდილობს, შეინარჩუნოს ხელისუფლება ოქტომბრის არჩევნების გაყალბების შემდეგ. სანქციები უნდა დაწესდეს. ტრამპის ამას გამოასწორებს", - წერს უილსონი.

დღეს პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების სახლში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაიწყო. მათ ნენსი ვოლანდის, ილია ღლონტისა და ისაკო დევიძის სახლები გაჩხრიკეს.