რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების აქტიური აქტივისტისა და ბლოგერის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა. ინფორმაციას ამის შესახებ მისი ყოფილი ცოლი დოდი ხარხელი ავრცელებს.
"უჩა აბაშიძეს შეუვარდა პოლიცია, არ უშვებენ ტელეფონთან, არ არეკვინებენ ადვოკატთან.
მეტი ჯერჯერობით მეც არაფერი ვიცი", -წერს იგი სოციალურ ქსელში.
სოფია თოდუა Facebook გვერდზე წერს, რომ ამ წუთებში პოლიცია ბლოგერის სახლში მის ძმებს არ უშვებენ. მისივე თქმით, აბაშიძეს არ მისცეს ადვოკატის გამოძახების საშუალებაც.
"უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან რომ გამოძიება მიმდინარეობა და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.
ლოკაცია აბაშიძის 22 ნომერი, მეორე სადარბაზო, შიდა ეზოს მხრიდან არის სადარბაზო", - წერს სოფია თოდუა.