პირველად ქართულ სატელევიზიო სივრცეში არხის წილები თანამშრომლებს გადაეცემათ. დავით კეზერაშვილი საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს და თავისი წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს უთმობს. გადაწყვეტილება იურიდიულად უახლოეს დღეებში გაფორმდება. პრობლემა არ შეექმნება ფორმულას დაფინანსებასა და ფუნქციონირებას. ამრიგად, ფორმულას წილები შემდეგნაირად განაწილდება. 49 პროცენტს ფლობდა ფორმულა კრეატივი და ეს მოცემულობა უცვლელი რჩება. 51 პროცენტის ნახევარი გადადის არხის თანამშრომლების ხელში. შესაბამისად ტელევიზიაში იქმნება ვითარება, როცა არავის ექნება საკონტროლო პაკეტი, რაც დამატებითი მექანიზმია არხზე არსებული დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკისთვის.