უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონი ისრაელს ეწვევა

უახლოეს დღეებში ემანუელ მაკრონი ისრაელს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი ისრაელში ჩავა. ინფორმაციას ამის შესახებ ებრაულენოვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ.

გავრცელებულ ცნობას ამ ეტაპზე საფრანგეთის საელჩო არ ადასტურებს, თუმცა აცხადებს, რომ პრეზიდენტის სურვილია, ეწვიოს ისრაელს "რაც შეიძლება მალე", როგორც კი გამოჩნდება შესაბამისი ნაბიჯის გადადგმის საჭიროება.

ალბანეთში ვიზიტისას მაკრონმა განაცხადა, მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები ჰამასის მიერ დატყვევებული ადამიანების გასათავისუფლებლად.

„მინდა ვიყო ძალიან ფრთხილი, რათა საფრთხე არ შევუქმნათ იმ ინტენსიურ მოლაპარაკებებს, რომლებსაც ამჟამად ვაწარმოებთ. მაგრამ მოლაპარაკებები მაინც პროგრესირებენ და მათ განვითარებას საათობრივად ვაკვირდებით", - თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.