თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს

თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა არსებობას წყვეტს

მთიანი ყარაბაღი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას ასრულებს. პირველი იანვრიდან თვითგამოცხადებული რესპუბლიკა არსებობას წყვეტს. შესაბამისი ბრძანებულება ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა გამოსცა. დღეიდან სტეფანაკერტში აზერბაიჯანის პოლიცია შევიდა. მას შემდეგ, რაც ბაქომ რეგიონზე კონტროლი დაიბრუნა, სომხეთში 70 ათასზე მეტი ყარაბაღელი გადასახლდა.