თუშეთში ტურისტი მოტოციკლით ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ტურისტი მოტოციკლით ხევში გადავარდა და დაიღუპა

თუშეთში ტურისტი სიმაღლიდან გადავარდა და დაიღუპა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ის ომალოდან ფშავის მიმართულებით მოტოციკლით გადაადგილდებოდა, როდესაც ხევში გადავარდა.

უწყების ცნობით, მაშველებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს, თუმცა ტურისტი გარდაცვლილი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება დაწყებულია.