თურქეთმა, რუმინეთმა და ბულგარეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის გაუმჯობესების მიზნით შავ ზღვაში ერთობლივი განაღმვითი ოპერაციები დაიწყეს.
რუსეთი და უკრაინა მარცვლეულის მთავარი მწარმოებლები არიან, შესაბამისად ომი ტვირთების უსაფრთხო გადაზიდვას საფრთხეს უქმნის.
კიევმა შავი ზღვის საკუთარი საექსპორტო მარშრუტი გასულ წელს აამოქმედა, მას შემდეგ, რაც რუსეთის, თურქეთისა და გაეროს მიერ მხარდაჭერილი უსაფრთხო დერეფნის შეთანხმება ჩაიშალა.
ამან გაზარდა ექსპორტი და დაეხმარა ეკონომიკას უფრო სწრაფად განვითარებაში, ვიდრე პროგნოზირებული იყო, მაგრამ მარშრუტი კვლავ სარისკოდ რჩება.
უკრაინამ მარტში განაცხადა, რომ მისი შავი ზღვის პორტებიდან ექსპორტი თითქმის დაუბრუნდა ომამდელ მოცულობას, თუმცა, ოდესის ირგვლივ მდებარე პორტები ხშირად რუსეთის მხრიდან თავდასხმების ქვეშ ექცევიან, რაც აფერხებს ოპერირებას.
უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, 2023 წლის აგვისტოში საზღვაო დერეფნის გახსნის შემდეგ უკრაინამ 37,4 მილიონი ტონა აგრარული პროდუქცია გაიტანა ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და პივდენნიიდან.