თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ტერორისტული თავდასხმა იყო - მინისტრი

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ტერორისტული თავდასხმა იყო - მინისტრი

ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ აფეთქება მოხდა. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, ეს ტერორისტული თავდასხმა იყო.

მისი თქმით, ორი თავდამსხმელი ადგილზე, დაახლოებით, 09:30 საათზე მივიდა - აფეთქების შედეგად ორი ოფიცერი დაშავდა. მინისტრის ცნობით, ერთ-ერთმა ტერორისტმა თავი აიფეთქა, ხოლო მეორე გაანეიტრალეს.

არსებული ინფორმაციით, აფეთქება პარლამენტის შეკრებამდე ორი საათით ადრე მოხდა. მედიების განცხადებით, უცნობია, ვინ იყვნენ თავდამსხმელები, ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა, ჯერჯერობით, არავის აუღია.