
მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არავის თორნიკე რიჟვაძის მიმართ არავითარი პრეტენზია არ აქვს. ეს შემიძლია გითხრათ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. [...] მე ჩემ თავზე შემიძლია გითხრათ, რომ მე პირადად და ჩემს მეგობრებს, არავითარი პრეტენზიები არ გვაქვს თორნიკე რიჟვაძის მიმართ. ძალიან კარგი ურთიერთობები მქონდა ბოლომდე, მათ შორის მას შემდეგაც, რაც მან დატოვა თანამდებობა, რამდენიმე შეხვედრა მქონდა, ძალიან თბილი შეხვედრები, ყოველ ჯერზე.
ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრის თანახმად, სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანა ოჯახის თხოვნა იყო.