ცვლილებების ფარგლებში, ოცნება კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლებაზე მუხლს იღებს

ცვლილებების ფარგლებში, ოცნება კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლებაზე მუხლს იღებს

"ქართული ოცნება" სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონიდან აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ მუხლის ამოღებას აპირებს.

ამის შესახებ დღეს ივანიშვილის პარლამენტში აღნიშნულ კანონში შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვისას გახდა ცნობილი.

კერძოდ ოცნების დეპუტატმა, ვიქტორ ჯაფარიძემ ცვილების ინიციატორს, დავით მათიკაშვილს ჰკითხა:

როგორც წესი, ცილისწამებასთან დაკავშირებით გამოიყენებენ გამოთქმას: „სავარაუდოდ“, „მე მაქვს გონივრული ეჭვი“ და ა.შ. პირობითად ვამბობ, [იტყვიან] სავარაუდოდ, ბატონმა დავითმა ჩაიდინა ესა და ეს და იმას, მერე აღარავინ მიაქცევს ყურადღებას. მეოთხე მუხლით, აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით. მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როცა პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რომელიც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს. ახლა რანაირად გამოვა ეგ? იმიტომ, რომ ამას [მეოთხე მუხლს] აუცილებლად გამოიყენებენ."

ამ კითხვაზე პასუხად მათიკაშვილმა კი განაცხადა, რომ, ცვლილებების ფარგლებში, მუხლი აზრისა და მოწოდების თავისუფლების შესახებ ამოღებულია კანონიდან.

"გავითვალისწინებთ ახლა, რომ ეგ დათქმა აღარ არსებობდეს", – განაცხადა მან.

ცნობისთვის, აღნიშნულ მუხლში ნათქვამია: "აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, მოწოდება დაცულია კვალიფიციური პრივილეგიით. მოწოდება იწვევს კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი ჩაიდენს განზრახ ქმედებას, რაც ქმნის კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ ან არსებით საფრთხეს."