თსუ-ის სოც.პოლის ფაკულტეტის 60-მდე პროფესორ-მასწავლებლის ერთობლივი განცხადება

თსუ-ის სოც.პოლის ფაკულტეტის 60-მდე პროფესორ-მასწავლებლის ერთობლივი განცხადება

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში, რომელსაც ამ ეტაპზე 60-მდე ადამიანი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"ეს განცხადება მიგვაჩნია კონსტიტუციის უხეშ დარღვევად და საქართველოს მოსახლეობის ნების უგულებელყოფად! ევროინტეგრაციის პროცესის გაწყვეტა შეუქცევადად დააზიანებს, მათ შორის, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ერთობლივ და საერთაშორისო პროგრამებსა და პროექტებს და გამოიწვევს ქართული აკადემიური სივრცის დასავლური სამყაროსგან იზოლაციას, რაც როგორც საგანმანათლებლო სისტემისთვის, ისე, ზოგადად, საზოგადოებისთვის, დამანგრეველ შედეგებს მოიტანს.

გარდა ამისა, მკაცრად ვგმობთ, 28 ნოემბრის საღამოდან მოყოლებული, ძალოვანი სტრუქტურების მიერ მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტის უხეშ ჩახშობას, რომლის დროსაც არაპროპორციული ძალის გამოყენებით, და ხშირად მიზანმიმართულად, დაშავდა არაერთი ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე.

საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მომდინარე პროცესები, კერძოდ კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონების ინიცირება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, ისევე როგორც აფერხებს ჩვენი ფაკულტეტის ფარგლებში მოქცეული დისციპლინების სწავლებასა და ეთიკის ნორმების დაცვით კვლევის ჩატარებას. ჩვენი ფაკულტეტი ემსახურება ისეთი პროფესიონალების აღზრდას, რომლებიც საზოგადოებაში თანასწორობის, ტოლერანტობის, ყველა ჯგუფისა თუ თემის უფლებების დაცვის და მათ მიმართ სწორი პოლიტიკის გატარების სადარაჯოზე უნდა იდგნენ.

ასევე, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არსებითი მანიპულირების შესახებ სერიოზული მტკიცებულებების და საკონსტიტუციო დავის მიმდინარეობის ფონზე, 25 ნოემბერს საპარლამენტო სხდომის ჩატარება უგულებელყოფს საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ წესებს.

ყველა ზემოთ აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლება აზიანებს საქართველოს დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზას, გადის საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან და პირდაპირ ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. მსგავს სიტუაციაში საგანმანათლებლო პროცესის მშვიდად გაგრძელება ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია!

მოვუწოდებთ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, დააფიქსიროს თავისი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და გააკეთოს განცხადება, თუ როგორ აპირებს უნივერსიტეტი დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესის დაცვას", - ვკითხულობთ განცხადებაში.

  1. ხელმომწერები:
  2. იაგო კაჭკაჭიშვილი - პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  3. თამარ მახარაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  4. თეონა მატარაძე - ასოცირებული პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  5. კონსტანტინე შუბითიძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
  6. ლია წულაძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  7. ზურაბ ტატანაშვილი - მოწვეული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება,
  8. ნინო პავლიაშვილი - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულების
  9. თორნიკე თურმანიძე - პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
  10. მარიამ გერსამია - პროფესორი, ინტერდისციპლინური მიმართულება
  11. სალომე ჭიჭინაძე - მოწვეული ლექტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  12. ანა მამალაძე - მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
  13. გიორგი გოგუაძე - მოწვეული ლექტორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება
  14. ანა დიაკონიძე - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  15. გიორგი წოწკოლაური - მოწვეული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  16. გიორგი ბადრიძე - მოწვეული ლექტორი
  17. საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება,
  18. მამუკა კომახია - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  19. ლაშა მათიაშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
  20. ნინო გამხარაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  21. ფიქრია ასანიშვილი-საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება. ასოცირებული პროფესორი.
  22. ჟანა სირბილაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  23. დავით მაცაბერიძე, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
  24. მარეხ დევიძე - ინტერდისციპლინური მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  25. ნიკო ქელბაქიანი - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  26. ნათია კუპრაშვილი - ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
  27. დავით ანდრიაძე - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, მოწვეული პროფესორი
  28. ნოდარ ბელქანია, პროფესორი
  29. ამირან ბერძენიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, პროფესორი
  30. ლაშა ტუღუში - ინტერდისციპლინური მიმართულება, ასისტენტ-პროფესორი
  31. მარინა მუსხელიშვილი - ინტერდისციპლინური მიმართულება, პროფესორი
  32. გურანდა თეთრაძე - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  33. სანდრო ტაბატაძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, ასისტენტ-პროფესორი
  34. მირანდა მიქაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი
  35. ვახტანგ მაისაია - ინტერდისციპლინური მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  36. ეკა დარბაიძე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  37. შორენა ლორთქიფანიძე, ინტერდისციპლინური მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  38. ნანული ტალახაძე, ჟურნალისტიკისა და მას კომუნიკაციის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი,
  39. ანი გოგბერაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა, მოწვეული ლექტორი
  40. მედეა ბადაშვილი - ინტერდისციპლინური მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
  41. თამთა თათარაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა, მოწვეული ლექტორი.
  42. ნარგიზა არჯევანიძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გენდერის კვლევის სამაგისტრო პროგრამა, მოწვეული ლექტორი
  43. მარინა ბურძენიძე - სოციოლოგიის დოქტორი. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მოწვეული ლექტორი
  44. ირმა ბებერაშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  45. გიორგი გოგსაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
  46. ლადო ნაფეტვარიძე - ასისტენტ-პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება
  47. ნინო შატბერაშვილი - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  48. გვანცა სალუქვაძე - მოწვეული ლექტორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
  49. თამთა ლომთაძე - საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  50. მალხაზ მაცაბერიძე -სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, პროფესორი
  51. იოსებ სალუქვაძე - პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
  52. Ნინო მაისურაძე - პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  53. გვანცა აბდალაძე - ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება.
  54. ნელი აკობია - მოწვეული ლექტორი, სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება
  55. თენგიზ ვერულავა - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  56. თამარ ხოშტარია - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, მოწვეული ლექტორი
  57. მაგული შაღაშვილი - მოწვეული ლექტორი, სოციოლოგიის და სოციალური მუშაობის მიმართულება
  58. სალომე ნამიჭეიშვილი - სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი
  59. კორნელი კაკაჩია - პროფესორი, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება