თსუ-ის ადმინისტრაცია: სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან ლექციებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა

თსუ-ის ადმინისტრაცია: სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან ლექციებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაში, რომელიც უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს ელექტრონულ პორტალზე გაუგზავნა, აღნიშნულია, რომ სტუდენტებს, რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.

ამასთან, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ თსუ ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი.

"უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე სტუდენტთა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება უნივერსიტეტში სასწავლო პროცესთან შეჩერებასთან დაკავშირებით.

უნივერსიტეტი პატივს სცემს და ითვალისწინებს თითოეული სტუდენტის შეხედულებას და გამოხატვის ფუნდამენტურ უფლებას. შესაბამისად, სტუდენტებს რომლებიც ვერ დაესწრებიან მიმდინარე ლექციებს და სხვა სასწავლო აქტივობებს, არ ჩაეთვლებათ გაცდენა და სასწავლო კომპონენტები ინდივიდუალურად აღუდგებათ სემესტრის დასრულებამდე.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო, არის და იქნება ევროინტეგრაციის უპირობო მხარდამჭერი", - ნათქვამია განცხადებაში.