საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ცოლზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ დაცვის პოლიციის ინსპექტორს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყება წერს, რომ 4 დეკემბერს ბათუმში, შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორმა გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ცოლზე იძალადა.
მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.