
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 51 დეპუტატი წერილობით დეკლარაციას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ თუ საქართველო კურსს არ შეიცვლის, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებებს გაასაჩივრებენ და მოუწოდებენ ასამბლეასა და მინისტრთა კომიტეტს, დაიწყონ საქართველოს ევროსაბჭოდან გაძევების პროცესი.
მათი თქმით, ნაცვლად პროგრესისა, საქართველოში ვითარება უფრო გაუარესდა - ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები კი სისხლისამართლებრივ დევნას დაუქვემდებარეს.
"ეს აღარ არის იზოლირებული ინციდენტების სერია, არამედ დემოკრატიული ოპოზიციის განადგურების, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებისკენ მიმართული ხანგრძლივი კამპანია", - წერია წერილში.