წელი ფემიციდის უმძიმესი შემთხვევით დაიწყო. ცოლის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს კაცი, რომელსაც დღის ბოლოს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ინფორმაციით, კაცმა 36 წლის ქალი სახლში დანით სასიკვდილოდ დაჭრა, მომაკვდავი კი დატოვა და გაიქცა. დანაშაულს წინ ძალადობის არაერთი ფაქტი უძღოდა, მაგრამ ქალის გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.