ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს და თანამზრახველს 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ცოლის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს და თანამზრახველს 17 და 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილი ცოლის დამამძიმებელ გარემოებებზე, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს და მის თანამზრახველს 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

პროკურატურის ცნობით, მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 21 იანვარს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახტანგისში, ბრალდებული და მისი დისშვილი, ბრალდებულის ყოფილი ცოლის სახლში მივიდნენ, სადაც ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილ ცოლს დანით ზურგის არეში, სიცოცხლისთვის სახიფათო, მძიმე დაზიანებები მიაყენა.

"ბრალდებულის თანმხლები პირი დაზარალებულს აკავებდა და გაქცევის შესაძლებლობას არ აძლევდა. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად, დაჭრილი ქალის გადარჩენა მოხერხდა", - წერია განცხადებაში.