ცილისწამებაზე სარჩელის ვადა ძველ განცხადებებსაც შეეხება – პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

ცილისწამებაზე სარჩელის ვადა ძველ განცხადებებსაც შეეხება – პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, 85 ხმით ერთხმად მიიღო.

ერთ-ერთი დებულების მიხედვით ცილისწამებაზე სარჩელის წარდგენის 100-დღიანი ვადა გავრცელდება იმ განცხადებებზეც, რომლებიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა აღნიშნული ვადა ჯერ არ არის გასული.

კანონპროექტი მნიშვნელოვნად ცვლის სიტყვის თავისუფლების პრინციპებს, მათ შორის მტკიცების ტვირთს ცილისწამების საქმეებში მოპასუხეზე აკისრებს და უქმებს რიგ გარანტიებს, რომლითაც მედია და სხვა პირები მანამდე სარგებლობდნენ.

„ქართული ოცნება“ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს და მიმდინარე კვირაში მეორე და მესამე მოსმენით მიღებას გეგმავს.