ცეცხლაძე: ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს, რომ ბრალდებულების გაცნობის საშუალება არსებობდა

ბრალდების მხარე ვერ ადასტურებს, რომ ადგილზე ჩვენი [ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულების] გაცნობის საშუალება არსებობდა ან სადმე ერთად თანავარსებობდით. ამის გარეშე კი ფიზიკურად შეუძლებელი ორგანიზებული სახე ჰქონოდა.

მიმალვის საფრთხეზე როცა ილაპარაკეთ, არგუმენტად მოიყვანეთ, რომ მძიმეა მუხლი და არის საფრთხე რომ მივიმალოთ, მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ არცერთი არ ვართ ნასამართლევი და სპეკულირებთ, რომ ბრალდებას გვდებთ, რომ ჩვენ ეს ჩავიდინეთ. გავიწყდებათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. სასამართლო სანამ ჩაქუჩს არ დაარტყამს, სასამართლოსთვისაც კი უდანაშაულოები ვართ. როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ უსამართლობისკენ ვართ მიდრეკილი. ინდივიდუალური ბიოგრაფიები ამაზე არ მიუთითებს. გაქცევის საფუძველზე როცა საუბრობთ, არავინ არსად გავქცეულვართ. არსებობს ალტერნატიული შემაკავებელი საშუალებები.

ჩემს მაგალითს მოგიყვანთ. როცა უკრაინაში ვიყავი არსებობდა საფრთხე, რომ თუ ჩამოვიდოდი დამაკავებდნენ. მე იქ გავაკეთე რაციონალური არჩევანი.

თქვა დაკავებულმა ზვიად ცეცხლაძემ სასამართლო პროცესზე, რომელსაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან.