ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარტიული სია სულ 19-მა საარჩევნო სუბიექტმა წარუდგინა.
პარტიული სიის ჩამონათვალი:
ცესკოში საარჩევნო პარტიული სიების წარდგენის ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა, ხოლო პარტიული სიების რეგისტრაციის ბოლო ვადა 6 ოქტომბერია.
ცესკოს თქმით, შესაბამისი სამსახური სიებს ამოწმებს და რეგისტრაციისთვის საჭირო პროცედურებს ახორციელებს.
ამ დროისთვის რეგისტრირებულია ერთი საარჩევნო სუბიექტის - „ევროპელი დემოკრატების“ პარტიულის სია. შესაბამისად რეგისტრაციის პროცედურებს 18 საარჩევნო სუბიექტი გადის.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 27 საარჩევნო სუბიექტი დარეგისრირდა. მათგან სამ პარტიას („ანა დოლიძე - ხალხისთვის“, „მოქალაქეები“ და „მწვანეთა პარტია“) საარჩევნო რეგისტრაცია საკუთარი განცხადების საფუძველზე გაუუქმდა.
"აღსანიშნავია, რომ ცესკომ პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობა მისცა. ცესკოს დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეეძლოთ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სია ოთხმა პარტიამ წარადგინა.
გარდა ამისა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ჯერ კიდევ საარჩევნო პერიოდის დაწყებამდე დადგენილებით (დადგენილება №34/2024) განსაზღვრა კანდიდატის პარტიული კუთვნილების შესახებ ინფორმაციის წარდგენის წესი, რითაც ხელი შეუწყო პარტიებს დროულად მიეღოთ გადაწყვეტილებები პარტიულ სიებთან დაკავშირებით", - წერია განცხადებაში.
საარჩევნო ადმინისტრაციამ, ასევე, დააზუსტა კანდიდატის მიერ ნარკოლოგიური ცნობის წარდგენის ვადები. ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცესკოში წარდგენილ პარტიულ სიას დაერთვება თუ ის გაცემულია პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადამდე 20 კალენდარული დღის ვადაში.