ცათამბჯენების მშენებლობა დამტკიცებულია. საკრებულომ ერთპარტიულად, ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე უყარა კენჭი 5 სადავო პროექტს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამით დედაქალაქის მთავრობამ განაჩენი გამოუტანა თბილისს. ივანიშვილის ინტერესები, ოცნების დეპუტატების ბიზნეს-ამბიციები და კორუფცია - რას ეწირება თბილისის იერსახე. საკრებულოს სხდომა დაპირისპირებით და ურთიერთბრალდებებით დაიწყო.