საქართველოში საქმე კარგი მიმართულებით არ მიდის. ევროკავშირს შეუძლია, მეტი გააკეთოს და ერთ-ერთი, რაც შესთავაზა ესტონეთმა ევროკავშირს, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესის დაწყებაა. ჩვენ უნდა გავაგზავნოთ პირდაპირი და ღია გზავნილი, რომ ეს ხელისუფლება, რომელიც ახლა საქართველოს მართავს, ატყუებს საკუთარ ხალხს. მათ უნდა შეცვალონ კურსი, ესტონეთი მხარს უჭერს ქართველ ხალხს. ძალიან კარგად ვიცით, რაც ახლა იქ ხდება... ჩვენ ვერ დავუჯერებთ, რასაც ხელისუფლება ამბობს
იმედი მაქვს, გამოვძებნით გზას, მეტი გადაწყვეტილებები მივიღოთ საქართველოს შესახებ.
თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ. დღეს ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ.