ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა წინა ხელისუფლების "საქმიანობის შემსწავლელი კომისიის" წევრების ვინაობა დაასახელა.
არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კომისიაში იქნებიან:
ქართული ოცნებიდან: თეა წულუკიანი, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია
"ხალხის ძალიდან": სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი.
ევროპელი სოციალისტებიდან: ილია ინჯია
პაპუაშვილის თქმით, კომისიის წევრებზე 10 ვაკანტური ადგილია განსაზღვრული, ამ დროისთვის ჰყავთ რვა წევრი და დარჩენილია ორი ადგილი უფრაქციო წევრებისთვის, კერძოდ გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრებისთვის.
ქართულმა ოცნებამ "2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი" დროებითი საგამოძიებო კომისია შექმნა.
კომისიის შექმნა ქართულმა ოცნებამ 2025 წლის 9 იანვარს დააანონსა. მამუკა მდინარაძის თქმით, საგამოძიებო კომისია 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც განიხილავენ და დაამტკიცებენ სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის.