წულუკიანი: პრეზიდენტი ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა აქედან, ამ ქვეყნის შვილად ვერ შედგა

პროგნოზი რამდენად გამართლდება, არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ასეთი პროგნოზი მაქვს, რომ 26 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ქართული ოცნება აუცილებლად გაიმარჯვებს, რომ ის გაიმარჯვებს დამაჯერებლად და რომ 27 ოქტომბრიდან მაინც მავანი ძალები შეეცდებიან პრობლემების შექმნას.

ქართველების, პატარა მავნებლების ჯგუფი პრეზიდენტით სათავეში, რომელიც ღამურად ჩამოვიდა, ღამურად წავა ამ ქვეყნიდან. ამ ქვეყნის შვილად და პრეზიდენტად, სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა. რაღაცას მაინც შეეცდებიან, მაგრამ ამისგან ვერაფერი ცუდი შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის ვერ დადგება. ეს არის ჩემი პროგნოზი.

ამბობს იმედის ეთერში ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი.