წულუკიანი კარასინზე: შეიძლება, მეტს ვფიქრობდე ზურაბიშვილზე, მაგრამ მიუღებელი განცხადებაა

მე შეიძლება, უფრო მეტსაც ვფიქრობდე საქართველოს პრეზიდენტზე, მაგრამ აბსოლუტურად მიუღებელია, როცა უცხო ქვეყნის წარმომადგენელი ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ასე ახასიათებს.

თქვა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

დღეს, 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, გრიგორი კარასინმა სალომე ზურაბიშვილი შეურაცხმყოფლად მოიხსენია.