წლის ბოლომდე ევროკავშირი დამატებით 15 000-ს უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის

წლის ბოლომდე ევროკავშირი დამატებით 15 000-ს უკრაინელ სამხედროს გაწვრთნის

ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, გაერთიანების სამხედრო დახმარების მისიის (EUMAM) ფარგლებში, წლის ბოლომდე კიდევ 15 000 უკრაინელი სამხედრო გაიწვრთნება.

ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ადასტურებს.

მისი თქმით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში უკვე გადამზადდა 60 000 უკრაინელი მეომარი. ამ მაჩვენებელს კი წლის ბოლომდე 15 000 სამხედრო უნდა მიემატოს.

"დღეს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სამიზნე [რაოდენობა] 75,000-მდე გაზარდონ, ანუ წლის ბოლომდე კიდევ 15,000-ით", - განაცხადა ბორელმა.

ბორელის თქმით, უკრაინელი ჯარისკაცების წვრთნა ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციას მოერგება და კოორდინირებული იქნება კიევთან.

"ამისთვის, მე შევთავაზე და წევრი ქვეყნებიც შეთანხმდნენ, რომ შეიქმნას მცირე სამეკავშირეო საკოორდინაციო ცენტრი კიევში. ეს საშუალებას მოგვცემს უშუალოდ კოორდინაცია გავუწიოთ სხვა შესაბამის აქტივობებსაც - თქვა მან.