მათ [ქართული ოცნების] მიერვე არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი აკეთებს იმ განცხადებებს, უმწვავეს განცხადებებს, რა განცხადებებიც გუშინ, საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა, ძალიან სწორი აქცენტებით. ისაუბრა ანტი-ევროპულ პროპაგანდაზე, იმაზე, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსს ველოდებით, ქართული ოცნების ლიდერების განცხადებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებზე იყოს სალანძღავი.
განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ. ასე ეხმაურება ის საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებას.
ზურაბიშვილის თქმით, არ შეიძლება გქონდეს მისწრაფება, გახდე ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ყოველ მეორე დღეს ევროკავშირის ელჩს ლანძღავდე.