წითლიძე სააკაშვილზე: რაც თქვა, არ ყოფილა ჩემთვის მოულოდნელი

მე ისე გავიგე როგორც თქვა საქართველოს პრეზიდენტმა, რაც თქვა, არ ყოფილა ჩემთვის ეს მოულოდნელი. მიხეილ სააკაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც პირველივე დღიდან ყველასთან ცდილობდა კომუნიკაციას და ყველას მოუწოდებდა ერთიანობისკენ და სიმშვიდისკენ. ძალიან შემრცხვა, რომ ვუსმინე მიხეილ სააკაშვილს, ძალიან მარტივი მიზეზის გამო. ადამიანი არის პატიმრობაში, გადის ჯოჯოხეთს და ამ ადამიანს უწევს, რომ საკუთარ პარტიაში ყველას ელემენტარული რაღაც აუხსნას, საბავშვო ბაღში რომ ერთმანეთს უხსნიან.

თქვა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ.

ასე ეხმაურება ის საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.