ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, დარჩელის შტაბში ქართული ოცნების მხარდამჭერებს პროვოკაციის მოწყობის მცდელობა ჰქონდათ. ამის შესახებ წითლიძე Facebook-ზე წერს.
"ამ წუთას დარჩელის შტაბში ჰქონდათ პროვოკაციის მცდელობა. ქართული ოცნების მხარდამჭერები შტაბში შემოგვივარდნენ შეურაცხყოფებით. ერთი ერთი იყო მამუკა ქორთუშვილი ოცნების აქტივისტი. პროვოკაციას ხელმძღვანელობდა ოთარ კოდუა დათო კოდუას მამა რომელმაც ჩემი შტაბის წევრს უთხრა "დაგკუწავ და ენას ამოგაძრობო"- წერს წითლიძე.