
როგორ გამოიყურება ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ხელისუფლება არჩევნებზეც ეყრდნობა და კონტრაქციისთვისაც იყენებს. კვლევის მიხედვით, 2024 წელს რეკორდულად გაზრდილია მუნიციპალურ სიპებსა და ა(ა)იპებ-ში დასაქმებულთა რიცხვი და უახლოვდება იმ რაოდენობას, რამდენი ადამიანის შეკრებასაც ხელისუფლება რუსული კანონის მხარდასაჭერად აპირებს. საქართველოში ყოველი მეორე დაქირავებით დასაქმებული სახელმწიფო უწყებებში მუშაობს, მათზე ასეულობით მილიონი ბიუჯეტიდან იხარჯება.