
მგონია, რომ ეს იქნება სამაგალითო იმისთვის, რომ ადამიანები მიეჩვიონ, სხვისი შეურაცხყოფა, ცილისწამებები, ბრალდებები და მათ შორის ასეთი ზიზღის კამპანია, რომლისთვისაც ისინი დაფინანსებულები არიან... მიაჩვევს ყველას, რომ ზრდილობა და კულტურა... ჩემზე წარმოდგენა არ უნდა შეეცვალოთ, მათ აქვთ უფლება იფიქრონ ისე, როგორც ფიქრობენ, მაგრამ ამ ყველაფერს უნდა ჰქონდეს კორექტული და კრიტიკის გამოხატულება და არა შეურაცხყოფის... როდესაც ადამიანის შეურაცხყოფას, ზიზღის გენერირებას ახდენ, უნდა იცოდე რა კანონი მოქმედებს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.
თქვა ქართული ოცნების პარლამენტის წევრმა, ნინო წილოსანმა მოქალაქეების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და აქტივისტების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების გამო დაწყებული გამოძიებასთან დაკავშირებით.