შეუფერებელია ევროპის პარლამენტარის და ჩვენი ქვეყნის თუნდაც გულშემატკივრის განცხადებებთან. წარმოუდგენელია, ადამიანს სურდეს ჩვენი ქვეყნისთვის კარგი და ის აკეთებდეს ამგვარ დესტრუქციულ და ანარქისტულ განცხადებებს. მე ვისურვებდი, რომ მას უფრო მეტი პატივისცემა გამოეჩინა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ჩვენი პოლიტიკური სტაბილურობის მიმართ.
აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ნინო წილოსანი. ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია - პირველ აპრილს ის იმყოფებოდა დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერ აქციაზე.