წიქარიშვილი: როგორც საჯარო მოხელე, ვაპროტესტებ კანონს, ვალდებული ვარ, 78-ე მუხლი დავიცვა

როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე და საჯარო მოხელე, ღიად ვაპროტესტებ "უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის" შესახებ კანონპროექტს.

კანონპროქტი საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

როგორც საჯარო მოხელე და განსაკუთრებით, როგორც ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მომუშავე დიპლომატი, ვალდებული ვარ, რომ დავიცვა საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი და პირნათლად ვემსახურო ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი გიორგი წიქარიშვილი.