წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის გამო მოსახლეობის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება

წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის გამო მოსახლეობის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება

თბილისში, წერეთლის გამზირზე რეაბილიტაციის გამო მოსახლეობის ნაწილს წყალი 30 საათით შეუწყდება.

როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში აცხადებენ, განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, ტექნიკური ჯგუფები პირველი ეტაპის ბოლო გადაერთებით სამუშაოებს ხვალ დაიწყებენ.

კომპანიის განმარტებით, აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 15 ივნისის დილის 11:00 საათიდან, 16 ივნისის 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

წერეთლის გამზირს, სურამის, ლებანიძის, აბასთუმნის, ცაბაძის, მეტრეველის, ბათუმის, ქურდიანის, ყიფიანის, პასტერის, დიდუბის დასახლების, ვანის, აგლაძის, გუდაუთის, ხოშარაულის, ჩალაძის, ევდოშვილის, თევდორე მღვდლის, სოხუმის, ზუგდიდის, ქუთაისის, სამტრედიის, წყალტუბოს, მირცხულავას, კერესელიძის, მაიაკოვსკის და მიმდებარე ქუჩებს. მარშალ გელოვანის, თამარ მეფის და აღმაშენებლის გამზირების ნაწილს. დიღმის მასივის I და II კვარტლის, ბაქრაძის, წინამძღვრიშვილის, ნინოშვილის, ერისთავის ქუჩების ნაწილს.