თბილისის მერიის ინფორმაციით, აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
უწყების ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად.
კერძოდ, დინამო არენას მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით - დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან დინამო არენასკენ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.