დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი დიდ სკანდალში გაეხვა - მისი ცოლის ძმა, ირაკლი ვაშაკიძე საქართველოდან ჯერ გაიქცა, ახლა კი ამერიკის შეერთებულ შტატებს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს. დევნილის სტატუსის მიღებას, საფუძვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრმა, ოცნების ხელისუფლების მხრიდან დევნა და ზეწოლა დაუდო. შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ილია დარჩიაშვილის ცოლის ძმას, პროკურატურა წლების განმავლობაში აიძულებდა - დინამოს მფლობელის, რომან ფიფიას წინააღმდეგ ისეთი ჩვენება მიეცა, რომელიც ფიფიას დაკავების საფუძველი გახდებოდა. ვაშაკიძე ვეტერანი ფეხბურთელია, ფიფიას ახლო მეგობარი და წლები დინამოში მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. ბიზნესმენი რომან ფიფია უკვე წლებია ოლიგარქისთვის არასასურველ პერსონად იქცა, მიზეზი კი მისი ბიზნეს აქტივები გახდა რუსთავის აზოტის ქარხანაში, რომელიც ფიფიას კრიმინალური მეთოდებით წაართვეს. რა სქემით და როგორ - ნახეთ შაბათის ფორმულაში.