წალკასთან ახლოს 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

წალკასთან ახლოს 3.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ცნობით, თბილისიდან 56 კილომეტრში მიწისძვრა მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი წალკასთან ახლოს, სოფელ სალამალეიქისთან 5 კილომეტრში იყო.

მიწისძვრა თბილისის დროით 23:53 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.