წალენჯიხის მერია: მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა

წალენჯიხის მერია: მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა

წალენჯიხის მერიის ცნობით, მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერი ჩამოწვა. მათი ინფორმაციით, შედეგად მთლიანად შეწყდა მდინარის გადინება, რამაც წყლის ბუნებრივი დაგუბება გამოიწვია.

"ამან კი შესაძლოა, ძლიერი წვიმის დროს წყალდიდობა გამოიწვიოს. აღნიშნულიდან გამომდინარე,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამისი უწყებებისა და მათ შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულის ადმინისტრაციის დაწყება, რათა მოხდეს დროული რეაგირება. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია ყველა ზომებს იღებს საფრთხის თავიდან ასაცილებლად", - წერია განცხადებაში.

წალენჯიხის მერიის განცხადებითვე, საკითხის შესასწავლად და დროული რეაგირებისათვის 8 აგვისტოს ადგილზე იმყოფებოდა მერის წარმომადგენელი, რომელმაც დეტალურად შეისწავლა არსებული მდგომარეობა და ინფორმაცია მიაწოდა თვითმმართველობას, რათა საქმის შესწავლა და პრევენციული ზომების გატარება კოორდინირებულად მოხდეს.