წალენჯიხაში ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებულის სახლში ხანძარი იყო

წალენჯიხაში ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებულის სახლში ხანძარი იყო

წალენჯიხის სოფელ მედანში, ხანძარი იყო სახლში, სადაც ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებული ცხოვრობს - მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდირება მალევე მოახერხეს.

კაცი საკუთარ სახლზე ყაჩაღური თავდასხმის ინსცენირებაშია ბრალდებული. დაახლოებით, 2 კვირის წინ მან პოლიციას შეატყობინა, რომ ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა დააყაჩაღეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ და ძვირფასი ნივთები, ასევე, 17 ათასი ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.

ის ამტკიცებდა, რომ თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ მის 92 წლის დედასაც. მოგვიანებით ძვირფასეულობა პოლიციამ გადამალული იპოვა.